logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალია 

23 თებ 202016:08
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ კირბალიდან გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალგაზრდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

17 წლის ახალგაზრდა ბიჭი დე-ფაქტო რეჟიმმა დღეს, 23 თებერვალს გაიტაცეს. ცნობილია, რომ იგი სოფლის მიმდებარე ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოსა, მეგობრებთან ერთად შეშას აგროვებდა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა შეამჩნიეს. სხვებისგან განსხვავებით, მან გამოქცევა ვერ შეძლო და დაიჭირეს. 


close დახურვა